,,მიზეზები არ დაილევა,ვიღაც საქეიფოდ არის, ვიღაც უქეიფოდ”- ნუკრი ქანთარია

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა რაც უფრო გადაიდება, პრობლემის მოგვარება მით უფრო გართულდება.

როგორც ქანთარიამ განაცხადა, უმრავლესობის სხდომის ჩატარების თარიღზე ინფორმაციას არ ფლობს.

„უმრავლესობის სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება თუ შემოდგომაზე, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც უფრო გადაიდება, ვითარება უფრო და უფრო გართულდება, რადგან პრობლემა არ უნდა დააძინო, პრობლემას უნდა უმკურნალო და გადაჭრა. ეს ელემენტალური ლოგიკაა. მიზეზები არ დაილევა, ვიღაც მივლინებაშია, ვიღაც საქეიფოდ, ვიღაც უქეიფოდ, როგორც ცნობილ ფილმშია. ვიღაც ავად არის და შეუძლოდაა. ასე სად წავალთ? ერთი დღე უნდა დაინიშნოს და იმ დღეს ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა მოახდინოს, რათა უმრავლესობის ენერგია ამომრჩეველზე დავხარჯოთ.

თუ ემოცია ვერ გადავდეთ და პრობლემებს საქმიანად არ მივუდექით, მაშინ სეირი იქნება, რაც საინტერესო მხოლოდ თქვენთვისაა, შედეგის თვალსაზრისით კი, ყველასთვის დამაზიანებელია“, – განუცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებს.

ქანთარია დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„დავით ჭიჭინაძის პასუხისმგებლობაა, თავის აზრს რა ფორმითაც გამოხატავს. ალბათ, ეს მისი ხასიათის, პასუხისმგებლობისა და მანერის საკითხია, თუმცა მსჯელობაში არ შევალ და ვერ ვასწავლი როგორ მოიქცეს”, – დასძინა ქანთარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გუშინ, 19 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდისა წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმების შემუშავების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიამსოფლიოს უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა