კრემლის შეფასებით, დასავლეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების თავისკენ მიზიდვა პირდაპირ არის მიმართული რუსეთის, როგორც დიდი სახელმწიფოს დასასუსტებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მტკიცებით, აშშ-სა და ევროპის მიზანია, მოსკოვს საკუთარი გავლენების გაძლიერების ამოცანა მაქსიმალურად გაურთულონ.
საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა ვრცლად ისაუბრა იმ მიზნებზე, რის გამოც, მისი აზრით, დასავლეთი მოსკოვის მეზობელ სახელმწიფოებთან მუშაობს.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, დასავლეთის მოქმედებები მხოლოდ რუსეთისთვის ზიანის მიყენების სურვილით არის ნაკარნახევი:
„ისინი ცდილობენ, რომ რუსეთის, როგორც ჭეშმარიტად დიდი სახელმწიფოსა და ცივილიზაციის შენარჩუნებისა და გაძლიერების ამოცანა უფრო გაართულონ“, — აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.















