მიზანი, რომ ნიკანორ მელიამ არ მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე ეს მიღწეულია – მათიკაშვილი

region
ავტ.: region ივნისი 27, 2019 16:41

მიზანი, რომ ნიკანორ მელიამ არ მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე ეს მიღწეულია – მათიკაშვილი

სასამართლო დამოუკიდებელია – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას.

მათიკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ მიაღწია მთავარ მიზანს და ნიკა მელიას ფაქტობრივად შინაპატიმრობა მიესაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწმეებზე ზეწოლის მოხდენას ვერ შეძლებს.

„სასამართლო არის დამოუკიდებელი, ის დამოუკიდებლად იღებს გადაწვეტილებას, როგორც საზოგადოებამ ნახა მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და სპეციალური ღონისძიების შეფარდება,რაც გულისხმობს იგივეს, რაც არის შინაპატიმრობა. პროკურატურის მიზანი, რომ ნიკანორ მელიამ არ მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე ეს მიღწეულია. აქვე მინდა ხაზი გავუსვა , რომ აქ არანაირ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ან განაჩენზე საუბარი არ არის,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ნიკა მელიას სასამართლომ 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობასთან დაკავშირებით.

region
ავტ.: region ივნისი 27, 2019 16:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,325
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics