“მივულოცე, მაგრამ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი” – კახიანი ფოფხაძის არჩევაზე

ირაკლი კობახიძის და დავით მათიკაშვილის მსგავსად, გიორგი კახიანიც აცხადებს, რომ პროცედურა, რომელიც იურიდიულ კომიტეტში წარიმართა, როცა პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელება მოხდა, რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს მხოლოდ მისი აზრია და მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იურიდიული ძალა არ აქვს.

“ბატონი გედევანი შემხვდა დღეს და მივულოცე მას პირველი მოადგილეობა, იმის მიუხედავად, რომ ვთვლიდი გარკვეულ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი. ჩემი კომენტარი სამართლებრივი შედეგის მატარებელი ვერ იქნება კომიტეტის გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პროცედურა, რომელიც წარიმართა, როცა პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელება მოხდა, რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება. რეგლამენტით ერთი კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა არსებობს. თეორიულად, ის ვერსია, რა ვერსიითაც კომიტეტმა პირველი მოადგილე აირჩია, ეს განვითარება შეიძლება შეეხოს იმ მოადგილეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით სახელდება. თუმცა ჩემი აზრი არის ის, რომ როცა თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე არის საუბარი, ასეთ შემთხვევაში ხდება ერთი კანდიდატურის დასახელება და ეს ლოგიკურიც არის“, – განაცხადა კახიანმა.

banner
წინა სტატიაში“იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს”
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : დღეს ვნახეთ საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებმაც გაიხადეს მანტია და პოლიტიკურ მოედანზე შევარდნენ