„მივმართე ამ ასამბლეას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე სპეციალური განცხადება მიიღონ”-ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას მიმართა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე სპეციალური განცხადება მიიღონ.

„მივმართე ამ ასამბლეას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე სპეციალური განცხადება მიიღონ. დღეს სწორედ ერთი თვე შესრულდა მისი დაპატიმრებიდან. აუცილებელია, რომ ყველას ძალისხმევა იყოს გაერთიანებული მის გასათავისუფლებად“ ,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მასპინძლობს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთი თვეა, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.

სწორედ ამიტომ, მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯობია, საკუთარი კრიმინალური დანაშაულებები გამოიძიოს”
შემდეგი სტატიაპრემიერის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს გაუმჯობესებული აქვს მუშაობა