“მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ რატომ გამაწევრიანეს “ნაციონალურ მოძრაობაში”

ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა - „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ამირან ლაგვილავა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.

ის მოითხოვს, დროულად გამოიძიონ, რატომ მოხდა მის დაუკითხავად, „ნაციონალური მოძრაობაში” გაწევრიანება. “მე ამირან ლაგვილავას, არ მიმიმართავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ წერილობით, ან ზეპირად პარტიაში გაწევრიანების თაობაზე. დაირღვა ჩემი უფლებები, მოხდა ჩემი გაწევრიანება ჩემს დაუკითხავად. ამავდროულად ჩემი თანხმობის გარეშე გამოყენებულ იქნა ჩემი პირადი მონაცემები (პირადი ნომერი). მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოიძიონ ეს საქმე და დაისაჯონ ის პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. ჩემს მსგავსად ამ პრობლემის წინაშე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, როგორც ვხედავთ ნაციონალური მოძრაობა წევრების სიმრავლის გამო მოქალაქეებს დაუკითხავად აწევრიანებდა პარტიაში“მ – აცხადებს ამირან ლაგვილავა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან ლაგვილავა აცხადებს, რომ ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი არასოდეს ყოფილა. აღნიშნული განცხადება ამირან ლაგვილავამ “დაიცავი საქართველოს” ლიდერის, კახა მიქაიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

მიქაიამ დღეს ლაგვილავას “ენმ”-სთან კავშირის დასადასტურებლად, პარტიის წევრის მოწმობა წარდგინა, რომელიც 2013 წლით თარიღდება და რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი აწერენ ხელს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტს მიმართავს
შემდეგი სტატიასამგორის ქუჩაზე ხანძარია