“მივმართავ რეჟიმის მეთაურს, ჩატარდეს სასწრაფოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები” – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელაშვილი პოლიტიკურ პარტიებს დროებითი მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„საყოველთაო სიღატაკისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე მთავრობა ჩაიხრჩო მოპარულ მილიარდებში, სამარცხვინოდ დაიშალა საპარლამენტო უმრავლესობა, გარდაიცვალა სასამართლო ხელისუფლება, მიმდინარეობს დარჩენილი ეროვნული სიმდიდრის დატაცება აღვირახსნილი ტემპებით. მე მივმართავ რეჟიმის მეთაურს, ჩატარდეს სასწრაფოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, შევქმნათ დროებითი მთავრობა და მოამზადოთ ქვეყანა დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებისათვის,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ “სამწუხაროდ, რეჟიმი მოქმედების სხვა გზას არ გვიტოვებს”.

ლეიბორისტების ლიდერი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ქვეყანაში რაც ხდება, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს აკისრია.

“წერილი, რომელიც მიუვიდა ცნობილ ბანკირს ან სხვა უბედურება, რაც დაგვემართა, ის გადიდებული გადასახადები, ის მაღალი საპროცენტო საბანკო განაკვეთები, ის სამშობლო დაკარგული ჩვენი თვისტომი აქედან გაქცეული – ყველგან ლომის წილი და წვლილი შეტანილი აქვს ბიძინა ივანიშვილს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი ადმირალი: პუტინი პლანეტაზე ყველაზე საშიში ადამიანია
შემდეგი სტატია“როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, წერილი მას მიაწოდა შუამავალმა” – პროკურორი