მივმართავ პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება -უჩა მამაცაშვილი განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უჩა მამაცაშვილი განცხადებას ავრცელებს. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ლეგენდები ჩემი, ე.წ. ,,განსაკუთრებული გავლენების“ შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები ,რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ.

გამონაკლისი, არც ,,ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ, ამ ბოლო დროს, მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ,,ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.

შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხულოში მეჩეთი გაქურდეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა