მივმართავ მოსახლეობას, წითელას ვერაფერი შეაჩერებს, აცრის გარდა

მიმდინარე წლის მაის-ივნისში საქართველოში წითელას საწინააღმდეგო 200 000 დოზა ვაქცინა შემოვა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ვაქცინებს საქართველო UNICEF-ის საშუალებით ყიდულობს და ის ინგლისური კომპანიის მიერ ბელგიაშია წარმოებული. „წითელას ეპიდაფექთება გრძელდება, ოდნავ შემცირების ტენდენცია აქვს, მაგრამ მაინც ყოველდღიური შემთხვევები 20-25-ის ფარგლებშია. სულ ამ ორი თვის განმავლობაში გვაქვს 2065 შემთხვევა. დამატებით, ამ ორ თვეში დამატებითი 90 000 აცრა გაკეთდა. ასევე, ბავშვების რუტინული აცრა 1-5 წლის ასაკში 23 000 გაკეთდა და საბოლოო ჯამში, იანვარ-თებერვალში 112000-113000 აცრაა გაკეთებული. ეს ძალიან კარგია, იმიტომ, რომ წითელას აცრის გარეშე ვერაფერი შეაჩერებს. ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია. ამჟამად, ჩვენ საწყობებში დაახლოებით, 250 000-მდე დოზა ვაქცინა გვაქვს. წელს დაახლოებით, 350 000 ადამიანის დამატებით აცრას ვგეგმავთ. კიდევ შეკვეთილია და მაის-ივნისში შემოვა დაახლოებით, 200 000 დოზა ვაქცინა. ვაქცინა ქვეყანაში საკმარისია, ამავე დროს ის არის მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებული.

მივმართავ მოსახლეობას! წითელას ვერაფერი შეაჩერებს აცრის გარდა, ამიტომ ყველა, ვინც აუცრელია ან ეჭვი ეპარება, აცრილია თუ არა, მიბრძანდეს და აიცრას. ასევე, დედებმა ბავშვის აცრების კალენდარი გადაამოწმონ. თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, 1-5 წლის ასაკში, მიიყვანონ და აცრან. ყველაფერს ამას ფარავს სახელმწიფო. ვაქცინებს ჩვენ UNICEF-ის საშუალებით ვყიდულობთ. ის გახლავთ ინგლისური კომპანიის მიერ ბელგიაში წარმოებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე – ავთო წერეთელი არის ძალიან სანდო და მნიშვნელოვნი ბიზნესმენი
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად 190 თანამშრომელი გათავისუფლდა