მივმართავ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ – მოეშვით მაიმუნობას, მოეშვით ზურგის შექცევას ხალხისთვის – ელენე ხოშტარია

მოეშვით ზურგის შექცევას ხალხისთვის – ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ მიმართავს. “ევროპული საქართველოს” წევრის განცხადებით, მმართველი პარტია მოსახლეობის საჭიროებებს არ აღიარებს და პროვოკაციებით აქტივისტების დაპირისპირებას ცდილობს.

“მეგობრებო, მე ერთი რამე მინდა გითხრათ ძალიან ღიად და გულწრფელად. მე ამ ტრიბუნიდანაც, ქვემოთაც ბევრი ვისაუბრე, მომისმენია და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ დგას ძალიან ბევრი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის ადამიანი, პოლიტიკური სიმპათიის. ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვა პოლიტიკოსი. არაუშავს ხალხნო, მოვისმინოთ ერთმანეთის კრიტიკა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვართ ერთიანი ჩვენი ქვეყნისთვის. პირიქით, ჩვენ გავამდიდრებთ ერთმანეთს! კრიტიკა ჩვენ გვამდიდრებს, როდესაც თქვენ საზოგადოება ხართ ჩასაფრებული და გვაძლევთ მითითებებს, რომ ჩვენ არ შეგვეშალოს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ყოველთვის მოგისმენთ, ყოველთვის მივიღებთ და ყოველთვის პატივი უნდა გცეთ.

ამიტომ მე მინდა გითხრათ, ქართულმა ოცნებამ შეშინებულმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ შორის შეიტანოს შუღლი და რაღაც სასაცილო პროპაგანდა დაიწყო, რომ ვაიმე, იქ პოლიტიკოსებს არ უშვებენ, არაფერი არ იქნება რაღაცა დაპირისპირება ჩვენ შორის. ჩვენ ერთმანეთს გავაკრიტიკებთ, თქვენ ჩვენ გაგვაკრიტიკებთ და დაპირისპირება არ იქნება იმიტომ, რომ დღეს სჭირდება ქვეყანას ერთობა, არ გამოუვათ ეს, არ გამოუვათ პროვოკატორებით, მოგზავნილი პროვოკატორებით.

მე ისიც მინდა გითხრათ, მე მართლა მეცოდებიან, გულით მეცოდება ახალგაზრდა ბიჭი, ოცნების აქტივისტი, რომელსაც იქ კი არ უშვებენ, რომ განათლება მიიღოს, აქეთ გზავნიან, რომ ჩვენთან იჭიდაოს, ხალხთან იჭიდაოს, გავრილოვის თემაზე იჭიდაოს, რუსეთის თემაზე იჭიდაოს, რატომ? რატომ? ვიყოთ ყველა ერთიანი, რაღაც საკითხებში უნდა ვიყოთ ყველა ერთიანი და ახლა მინდა დავასრულო მიმართვით ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან – მოეშვით მაიმუნობას, მოეშვით ზურგის შექცევას ხალხისთვის, მოეშვით ახლა ტელევიზორებთან ჯდომას და თავების თვლას, რამდენი ადამიანია და მოეშვით იმ იმედს, რომ რუსთაველი დაგხვდებათ ცარიელი, იმიტომ, რომ რუსთაველი დაგხვდებათ ყოველთვის სავსე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

banner
წინა სტატიაშიარ ვჩივი, რომ გუშინ თვალი დავკარგე, მე მინდა დაკავებულები იყვნენ ჩვენს გვერდით – დარბევისას დაშავებული საბა სერგია აქციაზე მივიდა
შემდეგი სტატიახულორდავა: ირაკლი კობახიძის გადადგომა ცოტათი დაგვიანებული იყო