“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს ამოფარებულ “ქართულ ოცნებას” და მასში შემავალ პარტიებს!”

ქართული ანდაზაა,

ბურჯანაძის განცხადებით, “სააკაშვილი არ ერიდობოდა არავისთვის არაფრის წართმევას, ძალით სპეცრაზმით, იარაღის გამოყენებით, მაგრამ ასე ცინიკურად, რომ კანონის ფრიალით გამოეცხადებინათ არჩევნებამდე 4 თვით ადრე, რომ პოლიტიკურ პარტიას ართმევენ იმას, რაც მან მოიპოვა ძალიან დიდი ბრძოლით და შრომით, ესეთი რამ ვერ გაბედა სააკაშვილმაც კი”.

“ბატონებო, თქვენგან განსხვავებით, რომლებიც ამოეფარეთ ბიძინა ივანიშვილის კალთას და მის მილიარდებს, ჩვენმა პარტიამ ყველაფერი, რაც გააჩნია მოიპოვა ძალიან დიდი ბრძოლით, სისხლით, ოფლით და წვალებით. ჩვენ ეს ყველაფერი მოგვცა ჩვენმა ხალხმა ამომრჩეველმა და არა მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა თქვენგან განსხვავებით. მივმართავ “ქართულ ოცნებას” და მასში შემავალ, ან მის სატელიტ პარტიებს! თქვენგან განსხვავებით ჩვენ ვიბრძოდით ამ წლების განმავლობაში და არასოდეს არ ვყოფილვართ შეკრული არცერთ ხელისუფლებასთან. მე ვიცი ძალიან კარგად, რომელი პოლიტიკური ძალა, კონკრეტულად რომელ ეტაპზე, რომელ პოლიტიკურ ძალასთან იყო შეკრული და სწორედ ამიტომაც მთავრდებოდა ყოველთვის ე.წ. ოპოზიციური ძალების ბრძოლა, იგივე მიხეილ სააკაშვილთან წარუმატებლად. როგორც მინიმუმ 90% ამ პარტიებისა, რომლებიც “ქართულ ოცნებაში” იყვნენ, კარგად იყვნენ შეკრული სააკაშვილის ხელისუფლებასთან, უხანგრძლივებდნენ მათ ხელისუფლებაში ყოფნას და ჩუმ-ჩუმად დაძვრებოდნენ სააკაშვილის კაბინეტში, გარეთ კი სრულიად სხვა განცხადებებს აკეთებდნენ“,- განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.

banner
წინა სტატიაში“ისლამურმა სახელმწიფომ” ასადის ჯარი რაკასთან გაანადგურა
შემდეგი სტატიაოლანდმა ბრიტანელები გააფრთხილა, რომ მათ შესაძლებელია ევროკავშირის ბაზარი დაკარგონ