“მივხვდით რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვყავს ერთი მტერი და გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი”

გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ერთმანეთს ჰელსინკში შეხვდნენ. ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა, გიგი უგულავამ და გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრეს. მთავარი თემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ევროპული საქართველოს ლიდერებს ადამიანური და სახელმწიფოებრივი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა:

“მნიშვნელოვანია რომ ევროპის სახალო პარტიის ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ ევროპის სახალხო პარტიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. მე გიგის მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ეხლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, ჩვენ გვყავს ერთი მტერი და ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია,”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი” – უგულავა
შემდეგი სტატიალარი გაუფასურებას განაგრძობს – ეკონომისტები მთავრობას მოუწოდებენ დროული და ადეკვატური ზომები მიიღონ