მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებლობას-კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატის მხარდაჭერით გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სასამართლოს მიუკერძოებლად ფუნქციონირებას წაადგება.

“ჩვენი ამოცანა, ბუნებრივია, იყო სათანადო რაოდენობით უზენაესი სასამართლოს შევსება. ეს იყო მნიშვნელოვანი ამოცანა და ვფიქრობთ, რომ ამ ამოცანის შესაბამისად პარლამენტმა სწორად იმოქმედა”,-თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მათ გადაწყვეტილება არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მიიღეს. მისივე თქმით, მოსამართლეთა კომპეტენციის კრიტერიუმები “ფარდობითი ცნებაა” და “სხვა სტანდარტი მოქმედებდეს გერმანიაში, შეიძლება სხვა იყოს სხვა ქვეყნებში და სხვა-საქართველოში”.

“მე მანამდეც ვთქვი, რომ არ იყო იდეალური კანდიდატთა ნაწილის კვალიფიკაციური მახასიათებლები, რაც ვიხილეთ თუნდაც ინტერვიუების დროს პარლამენტში, თუმცა, მთლიანობაში ჩვენ მივიღეთ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება”,-თქვა კობახიძემ.

კითხვაზე, დაუჭირა თუ არა მხარი პარლამენტმა ე.წ “კლანის სიას”, კობახიძე პასუხობს, რომ ამ სიიდან პარლამენტმა მხოლოდ 3 მოსამართლე დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაში“ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიგი უგულავა”-პროკურატურა ხუთი ათას ლარიან გირაოს ითხოვს
შემდეგი სტატია“ოცნებისთვის” პოლიტიკური ფასი იქნება არჩევნებში მარცხი, მორალური ფასი – შეუფასებელი”