“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1-ელი ივლისის ნაცლად ზონალური პარკირება ამოქმედდეს 1-ელი აგვისტოდან” – კალაძე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 29, 2019 13:07

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1-ელი ივლისის ნაცლად ზონალური პარკირება ამოქმედდეს 1-ელი აგვისტოდან” – კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, პირველი აგვისტოდან ქალაქში ზონალური პარკირების წესი ამოქმედდება. კახა კალაძის თქმით, საათობრივი პარკირების გადასახადი პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს პროცესი ერთი თვით გადაიწევს.

მიზეზი დედაქალქის მერის განცხადებით ავტობუსების პარკის განახლებაა. კალაძის თქმით, პირველ ივლისამდე ვერ ესწრება ავტობუსების სრულად ჩამოყვანა ამიტომ ზონალური პარკირების წესი ერთი თვით გადაიწევს.

„დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა ზონალური საათობრივი პარკირების წესი, რომლის ინიციატორიც არის თბილისის მერია.

ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანია ქალაქში გარემოს დაბინძურების და საცობების შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდა.

კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული. 90 ერთეული „მანის“ ავტობუსები შევიძინეთ და 40 ჩამოვა უახლოეს ერთ თვეში, თვენახევარში და მოემსახურება დედაქალაქის მცხოვრებლებს.

“სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზონალური პარკირება. მისი ამოქმედება დაგეგმილი იყო პირველი ივლისიდან, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1-ელი ივლისის ნაცლად ზონალური პარკირება ამოქმედდეს 1-ელი აგვისტოდან,“-განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა პარკირების გადასახადი სამდონიანი იქნება და ის 1 ლარი, 2 ლარი და 3 ლარი ეღირება.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 29, 2019 13:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics