მივიღეთ გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად – ნატო-ს დეკლარაცია

ნატო-ს მადრიდის სამიტის ბოლოს მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები.

დეკლარაციის მიხედვით, ალიანსმა მიიღო ახალი ზომების გადაწყვეტილება პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის სპეციალიზირებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

„ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ ახალი ზომების გადაწყვეტილება ჩვენი პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის სპეციალიზირებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ ვმუშაობთ მათთან მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

ტექსტის თანახმად, სამიტის მონაწილეებს ჰქონდათ აზრთა ღირებული გაცვლა ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან, ასევე ევროპული საბჭორის პრეზიდენტთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან.

„ჩვენ შევიკრიბეთ მადრიდში ნატო-ს მრავალ პარტნიორთან ერთად. ჩვენ გვქონდა აზრთა ღირებული გაცვლა ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან, ასევე ევროპული საბჭორის პრეზიდენტთან და ევროკომისიის პრეზიდნეტთან. ჩვენ მივესალმებით იორდანიის და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრთან ჩართულობას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრებად ოფიციალურად მიიწვია
შემდეგი სტატიაპოლიტიკური არარაობების მაიმუნობა სერიოზულად არავინ უნდა განიხილოს – ბოკერია დეპუტატებზე