მივესალმებით რეკომენდაციებს მოლდოვასა და უკრაინაზე, უნდა ვიმუშაოთ, რომ იგივე შესაძლებლობა საქართველოსაც მივცეთ – მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა თვლის, რომ ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა საქართველოსაც უნდა მისცეს.

“უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის ავტოკრატიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

ასევე მივესალმებით მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს, რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება”, – წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს განახლდეს, ანუ მას შემდეგ, რაც უკრაინელები ზოგიერთ ადგილას კონტრშეტევას განახორციელებენ – არახამია
შემდეგი სტატიაარ მგონია, გულწრფელად პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს გაუჭირდეთ პოლარიზების მაღალ ხარისხის შენარჩუნებაზე ხელის აღება და კონსტრუქციული გზით სვლა ევროპისკენ – სარჯველაძე