მივესალმები, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის გაიმართება შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი საუბარი – ჰერჩინსკი

მივესალმები, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის გაიმართება შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი საუბარი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით უახლოეს თვეებში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ყველა არხები იყოს ღია.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართველ მაღალჩინოსნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებს შორის ინტენსიური დიალოგია. განსაკუთრებით უახლოეს თვეებში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ყველა არხები იყოს ღია. სწორედ ამიტომ, მე მივესალმები, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის გაიმართება შეხვედრა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ექნებათ ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი საუბარი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდედას შევიგინები, მაგ სიტყვას როგორც ახსენებთ – მდინარაძე
შემდეგი სტატიაეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება – კობახიძე პარლამენტში მოქალაქის პროტესტზე