“მივესალმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება”

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე მისი პოზიცია უცვლელია და ეს არასდროს მოხდება.

წულუკიანის თქმით, ის მიესალმება პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას.

“მივესალმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება, ვინაიდან მას დანაშაულები აქვს ჩადენილი, ეს დადასტურებულია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებებით და როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დამნაშავემ უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი შეფასებები და კომენტარები ამ საკითხს აღარ სჭირდება და ყველა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ როდესაც ჩადი დანაშაულს, იქ არის უკვე კანონით გათვალისწინებული სასჯელიც”. – ამბობს წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიწილოსანი ხოშტარიაზე: თუ ის აშანტაჟებს საზოგადოებას და სახელმწიფოს ნამდვილად ვერ მოვუწონებ
შემდეგი სტატიაჩარკვიანი – ელენე ხოშტარიას პროტესტს მივესალმები, ამ ყველაფერს შედეგი უნდა ჰქონდეს