მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას – ბატიაშვილი კერზაიას საქმის გამოძიებაზე

მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას – რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე, მთელი სისტემისთვის მნიშვნელოვანია – ეს განცხადება განათლების მინისტრმა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას გააკეთა.

ბატიაშვილის განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – ნათქვამია ბატიაშვილის განცხადებაში.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ბრალდებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახურს ვახტან ლაშქარაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაერთი კვირით დამნიშნონ მთავარ პროკურორად, სააკაშვილს ავიყვან და ყველა ძებნილს ჩამოვიყვან – ინაშვილი