“მივესალმები ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომ ისინი არ იყენებენ შეკრების ფორმას სხვა მოწყვლადი თემის პროვოცირებისთვის,“-ქუცნაშვილი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2018 12:58

“მივესალმები ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომ ისინი არ იყენებენ შეკრების ფორმას სხვა მოწყვლადი თემის პროვოცირებისთვის,“-ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოში პრობლემები არ არსებობს. როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ამბობს, ლგბტ საზოგადოების მხრიდან აქციის ჩატარების სურვილის შემთხვევაში შესაბამისი უწყება მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა თუმცა ეს მათ თავად არ მოინდომეს.

„რომ ყოფილიყო მიღებული მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება და ჩაეტარებინათ შესაბამისი აქცია, ყველაფერი გაკეთდებოდა იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება ყოფილიყო უზრუნველყოფილი. თავად ამ თემის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ასეთი აქციის ამ ეტაპზე ჩატარებისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ზაქარია ქუცნაშვილი კი მიესალმება “ქართული მარშის” გადაწყვეტილებას აქციის ჩაშლასთან დაკავშირებით და ამის მიზეზად მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ასახელებს.

„მე მივესალმები ორივე ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, როდესაც ისინი თავისი შეკრების და მანიფესტაციის ფორმას არ იყენებენ სხვა მოწყვლადი თემის პროვოცირებისთვის,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2018 12:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,259
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics