მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეპოლარიზაციისკენ – ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეხმაურება “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას და ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეპოლარიზაციისკენ. მისი განცხადებით, ქართველი ხალხის მტკიცე პასუხი, რომელიც მარტის აქციების დროს ნახა, ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმიზმით ავსებს.

“მოხარული ვარ ყველა ნაბიჯით, რომელსაც საქართველო დგამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ სიძნელეებისა და გართულებებისა, რისი მოწმენიც ჩვენ გავხდით ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულება და ინტეგრაციის შესაბამისი ტემპი იქნება საქართველოს ხელისუფლების ნამდვილი პრიორიტეტი.

ქართველი ხალხის გაბედული და მტკიცე პასუხი, რომელიც ვნახეთ მიმდინარე წლის მარტში, ოპტიმიზმით მავსებს ქვეყნის მომავლის მიმართ. ასევე მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და კიდევ ერთხელ გამოხატავს ერთგულებას გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მიმართ”, – წერს ფოტიგა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილს პასუხისმგებლობის შეხსენება არ სჭირდება, რადგან მან ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება სახელმწიფოებრიობის პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო – კორძაია
შემდეგი სტატიარუსეთი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ცხედრებს მალავს – ზელენსკი