მივესალმები ბიზნესმენების და ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკაში – ივანიშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე საუბრობს

„კარგია, მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენია, აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, კარგია და მე ამას მივესალმები,“-ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილი TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ივანიშვილი აღნიშნულ ფაქტს მიესალმება და ამბობს, რომ საზოგადოების არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

სეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დაანონსა. ხაზარაძის განცხადებით, ის პარტნიორებად პროდასავლურ ძალებს შემოიკრებს. ბიზნესმენი გაერთიანებაში ეპატიჟება ყველას, ვინც ფიქრობს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამე მთავრი წყალგამყოფი იყო და საქართველოს ადგილი არა რუსეთთან, არამედ დასავლეთშია.​

banner
წინა სტატიაში,,გამოგვეცხადა გაკოტრებული ცრუ-მესია”-ნათელაშვილი ივანიშვილზე
შემდეგი სტატია20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა