მე მივეცი ხმა ვინც მოვა და აღკვეთს ოლიგარქთა , ენერგომაფიოზთა და კორუმპირებულთა თარეშს – გუგავა

„ლეიბორისტების“ თბილისის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი მუხიანის #92 საარჩევნო უბანზე გააკეთა. გიორგი გუგავას თქმით მან ხმა იმ ძალის სასარგებლოდ მისცა, რომელიც ქვეყანაში სოციალურ სამართლიანობას დაამკვიდრებს:
„მე მივეცი ხმა ვინც მოვა და აღკვეთს ოლიგარქთა , ენერგომაფიოზთა და კორუმპირებულთა თარეშს და იქნება ხალხის ქომაგი. ვინც გაითავისებს ქალაქის ტკივილს იზრუნებს ქალაქზე და თითოეულ მოქალაქეზე. ვინც დაამყარებს სოციალურ სამართლიანობას და დააბრუნებს წართმეულ ქონებას. დღეს არის ის დღე როდესაც ძალაუფლება მთლიანად გადადის ხალხის ხელში . ხალხმა უნდა განსაზღვროს ამ ქალაქის და ქვეყნის მომავალი“- განაცხადა გიორგი გუგავამ

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” წევრები ბოლნისში უბნებიდან “ენმ”-ს წარმომადგენლების გაყვანას ცდილობენ – სამირა ისმილოვა
შემდეგი სტატია“ხმა მივეცით იმას, რომ ხელისუფლებაში 25 წლის შემდეგ დაბრუნდნენ ეროვნული ძალები”- კუკავა