მივდივართ საკათედრო ტაძარში, სადაც განვიხილავთ გეგმებს – სრულიად სომეხთა პატრიარქი

მას შემდეგ, რაც სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სპეცრაზმით შევიდნენ ჯერ შირაკის ეპისკოპისის, შემდეგ კი სრულიად სომეხთა პატრიარქის რეზიდენციაში, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.

მივდივართ საკათედრო ტაძარში, სადაც განვიხილავთ გეგმებს და შემდგომ ნაბიჯებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკლესიისთვის სამართლიანობამ გაიმარჯვოს – ამის შესახებ სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ ეჩმიაძინის მთავარეპისკოპოსის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება ქვეყნისთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ მივდივართ საკათედრო ტაძარში, სადაც განვიხილავთ გეგმებს და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ჩვენ ყველანი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ სამართლიანობამ გაიმარჯვოს ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი სასულიერო პირებისთვის, ჩვენი მღვდლებისთვის და, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გარეგინ II-მ.

მედიის ინფორმაციით, შეკრებილმა მოქალაქეებმა შირაკის ეპარქიის წინამძღვარს მოუწოდეს, არ წასულიყო ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებთან ერთად.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ნიკა მელია 8 თვით ციხეში გაუშვა
შემდეგი სტატიალიტერატურული ფესტივალი “გრანელი“: ვგმობთ ჯაფარიძე-ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ რეპრესიებს