“მივარდნები და შეურაცხყოფები არის იმ ადამიანების ქმედება, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესები მეორე პლანზე აქვთ გადატანილი”

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი გუშინ, ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

ვოლსკის განცხადებით, არ არის გამორიცხული სანდრა რულოვსის მხარდამჭერებთან მომხდარ ინციდენტში არა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც „კარგად ახსოვთ რა დააწია სამეგრელოს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა“.

„რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ რომ „ქართული ოცნების” მხარდამჭერების გარდა, სხვა ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც ძალიან კარგად ახსოვთ რა დააწია სამეგრელოს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, მაგრამ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ეკისრება. თუ რამის თქმა უნდათ, უნდა გამართონ აქციები კანონის ფარგლებში, მივარდნები, ხელჩართული ბრძოლა და შეურაცხყოფები ეს არის სწორედ იმ ადამიანების ქმედება, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესები აქვთ გადატანილი მეორე პლანზე. ნებისმიერი ემოცია უნდა იყოს გადაფარული კანონთან შესაბამისი ქმედებით“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

5 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში ამომრჩევლებთან სანდრა რულოვსის შეხვედრაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ჩემთვის ძალოვანი სტრუქტურების კრიტიკა და დისკრედიტაცია აბსოლუტურად მიუღებელია
შემდეგი სტატიასაქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი 7 სექტემბერს ჩამოვა