9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

მივა, თუ, არა მაღალი ფასების საქმე, “ქართული ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსნებამდე?!

ვინ აიგნორებდა ბიზნესს და მივა თუ არა მაღალი ფასების საქმე, “ქართული ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსნებამდე? – ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პურ-ფუნთუშეულის ეროვნული მწარმოებელი კომპანიის მფლობელმა თქვა, რომ წლები მათ მოთხოვნებს პარლმენტიც და მთავრობაც აიგნორბდა. რა ინტერესი ჰქონდა მთავრობას არ შეემჩნია, რომ ქართველ მწარმოებლებს მარკეტები კოლოსალური გადასახადებს სთხოვდნენ, გაკოტრებამდე მიჰყავდათ და მაღაზიების დახლებზე მოსახვედრად ქართულ ბიზნესს მძიმე გზის გავლა უწევდა.

ჰყავდა თუ არა კერძო კომპანიებს ლობისტები ღარიბაშვილის მთავრობაში და პარლამენტში? – ამ კითხვაზე პასუხი სუს-მა უნდა გასცეს. რატომ დუმდა ამ დრომდე ირაკლი კობახიძე, რატომ არ ჰქონდა რეაგირება ბიზნესის მიმართვაზე იმ დროს, როცა პარლამენტში იმყოფებოდა? – კობახიძეს პარლამენტში მუშაობის დროს შეეძლო ანალოგიური საპარლამენტო კომისიის შექმნა და მოკვლევა, რა იწვევს ფასების ზრდას, თუმცა, პრემიერის პოსტის დაკავებამდე, ამ თემაზე არ უსაუბრია.

კარტერული გარიგებების ვერსიას არ გამორიცხავს არც რევაზ ვაშაკიძე – ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის “ჩირინას” დამფუძნებელი – თუმცა ბიზნესმენი თვლის, რომ მსგავსი გარიგებების თავიდან არიდება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით უნდა მოხდეს.

ბიზნესმენებმა მოუწესრიგებელ საბაზრო პრობლემებზე ე.წ. ფასების კომისიის მესამე შეხვედრაზე ისაუბრეს. გამოიკვეთა მთავარი პრობლემაც – დისტრიბუტორებისა და ქსელური მაღაზიებისგან დაწესებული მაღალი გადასახადები – სწორედ მაღალი ტარიფების გამო მწარმოებლებს ქართულ ბაზარზე გამოჩენის სურვილი ეკარგებათ.

ე.წ. ფასების კომისიაზე შეხვედრები გრძელდება, ჯერ დასკვნა სამთავრობო გუნდს არ დაუწერია, არ დაუწყია მუშაობა არც საპარლამენტო კომისიას, თუმცა, უმრავლესობაში უკვე დაასკვნეს, რომ სახეზეა კარტერული გარიგება და რომ პარლამენტი კანონებს შეცვლის.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: “ოცნების” მორიგი თაღლითური ინიციატივა, ვითომ დებატების შესახებ, გამოხმაურების ღირსი საერთოდ არ არის”
შემდეგი სტატიაგაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი “ქართულ ოცნებას” პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს