მიუსაფარ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა

news
ავტ.: news აპრილი 27, 2016 19:19

მიუსაფარ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა

საქართველოს პარლამენტმა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა.
ახლებურად რეგულირდება მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის პროცესი და უფრო ქმედითი ხდება არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის მექანიზმები.

ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს ეძლევა უფლება, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბავშვის მშობელსა და მეურვეს აქვთ. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, მიუსაფარ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა; დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდგომ კი მათ საშუალება ექნებათ, მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში.

news
ავტ.: news აპრილი 27, 2016 19:19