მიუნხენში რუსეთს ევროპის საფრთხე უწოდეს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჰევინ უილიამსონმა, მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარასკევს, 15 თებერვალს რუსეთს “ძველი მოწინააღმდგე” და ევროპაში “სიმშვიდის საფრთხე” უწოდა. “ჩვენ ვხედავთ, როგორი დაუნდობელია რუსეთი” – თქვა მან და აღნიშნა, რომ ნატო ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა, რაც “იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე” – “დოიჩე ველე” წერს.
საკუთარი სიტყვების დასტურად მინისტრმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსია, აშშ-ს არჩევნებში ჩარევა და კიბერშეტევები გაიხსენა. ამავე დროს, უილიამსონი თვლის, რომ მოსკოვთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს. “ჩვენ ღია ვართ სხვა ტიპის ურთიერთობისთვის. დიალოგის შესაძლებლობა უცვლელია” – განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ სამხედრო საჭიროებებზე 10-ჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე რუსეთი
შემდეგი სტატიაესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აპრილში გაიმართება