„2024 წელი უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროს წესების აღდგენის წელი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია არ ემორჩილება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. დამსწრე საზოგადოება მას ფეხზე წამოდგომით მიესალმა, როდესაც ის ტრიბუნათან ავიდა.
ჩვენ ერთობლივად უნდა დავტოვოთ წარსულში რუსული წარმოდგენა მსოფლიო წესრიგის შესახებ “, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, დადასტურდა, რომ „უკრაინელებს შეუძლიათ აიძულონ რუსეთი უკან დაიხიოს“. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს მიწებს“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენს რესურსებზე და იარაღზე, რომელიც გვაქვს. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას ახლა აქვს „იარაღის ხელოვნური დეფიციტი“.
„რუსეთს დღეს მხოლოდ ერთი სამხედრო უპირატესობა აქვს – ადამიანის სიცოცხლის ღირებულების გაუფასურება და რუსეთის შეტევა ამას აჩვენებს“, – განაცხადა მან.
ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობებზე. „ალექსეი ნავალნის მკვლელობის შემდეგ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პუტინი არ არის რუსეთის სახელმწიფოს ლეგიტიმური ლიდერი, არამედ კრიმინალი, რომლის ძალაუფლება დაფუძნებულია დანაშაულსა და ძალადობაზე.