მიუნხენის პოლიციამ ექვსი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა

ამ წუთებში “დოიჩე ველეს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის პოლიციამ ექვსი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

მიუნხენში შექმნილი მდგომარეობის გამო გერმანიის უსაფრთხოების ძალების დასახმარებლად ავსტრიის პოლიციის დანაყოფები გაემართნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. ავსტრიის საზღვარი მიუნხენიდან 72 კილომეტრში მდებარეობს.

ამავე გამოცემის ცნობით, მიუნხენში გაგზავნილია უსაფრთხოების რაზმები მთელი ბავარიიდან, ასევე მეზობელი ჰესენისა და ბადენ-ვიურტემბერგის მიწებიდან.

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სავარაუდოდ სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც გარდაცვლილია სულ მცირე ექვსი ადამიანი. რამდენიმე დაშავებულია. პოლიცია თავდამსხმელების დასაკავებლად ოპერაციას ატარებს. სამართალდამცველებმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფსეს.

ჩეხეთი ბავარიასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს. ამის შესახებ ჩეხეთის  შინაგან საქმეთა მინისტრმა მილან ხოვანეცმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ ზომებს ხელისუფლება იმისთვის აამოქმედებს, რომ მიუნხენში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმაში მონაწილე პირები ჩეხეთის ტერიტორიაზე არ გადავიდნენ.

ჩეხეთსა და გერმანაას 800 კილომეტრის სიგრძის საზღვარი ჰყოფს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ იმსჯელეს
შემდეგი სტატიამიუნხენის პოლიცია ცხელი ხაზის ახალ ნომერს აქვეყნებს-0800 776 6350