მიუნხენის პოლიცია ცხელი ხაზის ახალ ნომერს აქვეყნებს-0800 776 6350

Screenshot_3-11მიუნხენში მიმდინარე ფესტივალი Tolwood-ი არ ჩაიშლება. ფესტივალი სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე პარკში მიმდინარეობს.
რკინიგზის მუშაობის შეწყვეტის გამო ვაგზალზე ბევრი მგზავრი და ტურისტია. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ მუშაობს.

მიუნხენის პოლიციამ ცხელი ხაზის გახსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მათთვის, რომლებმაც ნათესავები დაკარგეს – 0800 776 6350.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ცნობით, მიუნხენის მოვლენებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა.
ადრე გავრცელებული ინფოტმაციით, მიუნხენის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
მიუნხენის სროლების შემდეგ, ჩრდილოეთ რეინის მიწაზე, ვესტფალში პოლიციამ მაღალი მზაობა გამოაცხადა. ეს პოლიციის ყველა განყოფილებას ეხება – მიწის ხელისუფლებამ გაავრცელა. საუბარია მასობრივი ღონისძიებების ადგილებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. ოფიციოზი სხვა რაიმე სახის კომენტარზე უარს ამბობს, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზომები მხოლოდდამხოლოდ მიუნჰენის გამოა მიღებული.
მიუნჰენში ვეტმფრენები პატულირებენ. მიუნეჰის სიახლოვეს პოლიციამ მძღოლებს მოუწოდა ავტობანი გაანთავისუფლონ.

მიუნხენის მკვიდრები თანაქანაქელებს, რომლებიც საგანგებო სიტუაციის გამო ქუჩაში დარჩნენ, საკუთარ სახლებში ეპატიჟებიან.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მიუნხენის ამბებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და დახმარების მზაობა გამოთქვა.

srola

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ მიუნხენის რამდენიმე ქუჩაში სროლები ისმოდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამართალდამცველების განცხადებით, სიტუაცია ამ მომენტამდე გაურკვეველი რჩება. პოლიციამ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მათ არ იციან სად იმყოფება ბოროტმოქმედი და სავაჭრო ცენტრში მყოფთ სთხოვს არ გამოაქვეყნონ შემთხვევის ადგილიდან ფოტოები და ვიდეოები.
მიუნჰენში მოძრაობა სრულიად შეწყვეტილია. სამარალდამცველები ხალხს აფრთხილებენ ქუჩაში არ გავიდნენ.

banner
წინა სტატიაშიმიუნხენის პოლიციამ ექვსი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის ფაქტს Twitter-ზე ეხმიანება