მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 2 აგვისტოდან განაახლებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.

ავიარეისები Airbus A 319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

• მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

• თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე : მე, არსად არ მივდივარ, გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და ასეთი შედეგი რაც 2020 წელს გვექნება, დიდი ხანია არ გვიჩვენებია
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა: „ედისონ რისერჩის“ კვლევები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მყარად, დამაჯერებლად ლიდერობს და უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება