მიულერის მოხსენება საკმაო მტკიცებულებებს შეიცავს იმისათვის, რომ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღიძრას

აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს თითქმის 500 ყოფილი თანამშრომელი აწერს ხელს განცხადებას, რომელიც გუშინ, ორშაბათს, 6 მაისს გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია რომ სპეცპროკურორ მიულერის მოხსენება საკმარის მტკიცებულებებს შეიცავს იმისათვის, რომ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღიძრას, ის ქვეყნის პრეზიდენტი რომ არ იყოს – reuters-ი წერს. რობერტ მიულერის მოხსენება 2016 წელს აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს სწავლობდა.
გენერალურმამ პროკურორმა უილიამ ბარმა თქვა, რომ მიულერის მოხსენებაში ვერ იპოვა იმის მტკიცებულებები, რომ ტრამპი ჩართული იყო რუსეთის განზრახვაში. სპეცპრკურორ მიულერს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. “ნახო ეს ფაქტები და თქვა, რომ პროკურორებმა, სავარაუდოდ, ვერ წაუყენეს ბრალი გამოძიებისათვის ხელის შეშლაში… ლოგიკას და ჩვენს გამოცდილებას სცილდება” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 1950-იანი წლებიდან მოყოლებული სხვადასხვა თაობის თანამშრომლები აწერენ ხელს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში მუშაობდნენ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ თურქეთის გადაწყვეტილება სტამბოლის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ გააკრიტიკა
შემდეგი სტატიაევროპა ირანს სანქციებს აღუდგენს, თუკი ის სარაკეტო შეთანხმებას დაარღვევს