მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია, აშკარაა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო – როსვალი

მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო , – ამის შესახებ შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში ჯესიკა როსვალმა სტოკჰოლმში ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს გაეგზავნოს მკაფიო ერთიანი გზავნილი, რომ საჭიროა შემდგომი რეფორმები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ანგარიშის შინაარსს ყურადღებით შეისწავლიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო და გამოიყენებენ მას, როგორც სახელმძღვანელოს შემდგომი რეფორმებისთვის შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის განხორციელებამდე“, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან
შემდეგი სტატიარუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობას განიხილავს და ამისთვის ყველაფერი მოამზადა – ზელენსკი