“მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გახარიასგან ურთიერთობის პრობლემა არ დგას, მის მიმართ უამრავი კითხვა არსებობს”

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გახარიასგან ურთიერთობის პრობლემა არ დგას, ის პარლამენტში უკვე ორჯერ იყო მოსული, მის მიმართ უამრავი კითხვა არსებობს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, როგორ ანგარიშს წარადგენს პრემიერ-მინისტრი.

„ხვალ ძალიან საინტერესო პროცედურა იქნება, შარშან შესაძლებლობა არ გვქონდა, რომ ერთი წლის ანგარიში მოგვესმინა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გახარიასგან ურთიერთობის პრობლემა არ დგას, ის პარლამენტში უკვე ორჯერ იყო მოსული, მის მიმართ უამრავი კითხვა არსებობს, რომელიც სცდება „კოვიდ“ ინფექციასთან პრობლემებს. ზოგადად, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ის, რა ანგარიშს ჩააბარებს საზოგადოებას. შეაჯამებს 2019 წელს, რომელიც იყო რთული წელი და გაგრძელდა მძიმე პოლიტიკური ფონის პირობებში. კითხვები არ იქნება მხოლოდ გასულ წელზე, არამედ მიმდინარე წლის პროცესებზეც იქნება კითხვები“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატია“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ისა და პოლონეთის მხარდაჭერა ყოველთვის ხმამაღლა ჟღერდა”