მიუხედავად იმისა, ჩვენ რას ვფიქრობთ მის ამჟამინდელ მთავრობაზე, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, ევროკავშირში, ადგილს ნამდვილად იმსახურებს

“მე ემოციურად საქართველოსთან ძალიან დაკავშირებული ვარ. მე იქ ბევრჯერ ვიყავი, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ორდენი გადმომეცა. იგი ახლა ციხეშია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელზეც შეტევა მიიტანა რუსეთმა. ეს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს მოხდა და ახლა ქართველი ერი, მიუხედავად იმისა, ჩვენ რას ვფიქრობთ მის ამჟამინდელ მთავრობაზე, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, ევროკავშირში, ადგილს ნამდვილად იმსახურებს. მგონია, რომ შემდეგ სამიტზე ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რომ მოვიწვიოთ როგორც უკრაინა, ისე საქართველო და მოლდოვა ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების სტატუსით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნებმა ეს დაიმსახურეს და თუკი ეს არ მოხდება, ეს პუტინისთვის გუნდრუკის კმევა იქნება”, – განაცხადა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ევროდეპუტატმა რიჩარდ ჩარნეცკი.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი: ნიკა გვარამიას საქმე წარმოადგენს ძალიან თვალსაჩინო მაგალითს კანონის უზენაესობის დარღვევისა
შემდეგი სტატიაგაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო