„მიუხედავად გაყალბებისა და მოსყიდვისა, მათ მოვუგეთ და მოვუგეთ საქართველოსთვის“ – გრიგოლ ვაშაძის პირველი კომენტარი ეგზიტპოლზე

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლის პირველი შედეგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„მთავარი არის ის, რომ ათასობით ადამიანს მოვუსმინეთ, საქართველოს არცერთი რეგიონი არცერთი სოფელი და ქალაქი არ დაგვიტოვებია იმის გარეშე, რომ დავლაპარაკებოდით ხალხს და ჩვენ დავწმუნდით მთავარში – საქართველოს მოსახლეობას სურს პოზიტიური ცვლილება და მას უკვე ყელში აქვს ქურდული ოცნების და ხელისუფლება თავისი ფიტებით, ტრიუკებით და საწამაბელი კამერებით . ერთი რამ მინდა გითხრათ, შეადარეთ ჩვენი შესაძლებლობები და მთავრობის კანდიდატი, ქუჩაში შეგიძლიათ გახვიდეთ და იხილოთ, ნათელია, სამედიცინო დიაგნოზია. მიუხედავად გაყალბებისა, მოსყიდვისა და გამოყენებული ადმინისრაციული რეზურსებით, მათ მოვუგეთ და მოვუგებთ საქართველოსთვის უპირველეს ყოვლისა” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ეგზიტპოლი- ზურაბიშვილი 52 %, გრიგოლ ვაშაძემ 28,1%
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)