“მიუხედავად ჩემი სიმპათიებისა კვირიკაშვილისადმი, პოლიტიკა არ შეცვლილა და ერთი და იგივე გრძელდება”

მიუხედავად ჩემი სიმპათიებისა ბატონი გიორგი კვირიკაშვილისადმი, მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკა არ შეცვლილა, – ასე შეაფასა “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დამტკიცება პრემიერად.
“მიუხედავად ჩემი სიმპატიებისა ბატონი კვირიკაშვილისადმი, მე ვიტყოდი ერთ რამეს, რომ პოლიტიკა არ შეცვლილა და ფაქტობრივად ერთი და იგივე გრძელდება. ქვეყანა საკმაოდ დიდ კრიზისშია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, როგორ გამოვიყვანოთ აქედან, რადგან ხედვა არ არის სწორი”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიბუკა ნიკურაძის გარდაცვალების მიზეზს იტალიელი ექსპერტები შეისწავლიან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომა იმართება