“მიუხედავად ჩემი ასაკისა, მემუარების წერა ნაადრევია” – მეჭიაური პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შესახებ ისაუბრა. როგორც საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრი აცხადებს სია გადახალისებული იქნება, თუმცა რა დონით მისთვის უცნობია. მეჭიაურის იმედი აქვს რომ მომავალ სიაში თავადაც იქნება, რადგან თვლის რომ მისთვის მემუარების წერა ჯერ ნაადრევია:
„მე არ ვმონაწილეობ სიის შედგენაში. გადახალისებული , რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ რა დონით, მაგაზე მე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი, სიაში ჩემს ყოფნასთან დაკავშირებით რა მოსაზრება აქვს პარტიის ხელმძღვანელობას. პირადად მე , საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ადრეც ვთვლიდი და ახლაც გავიმეორებ, რომ მიუხედავად ჩემი სოლიდური ასაკისა, მემუარების წერა ნაადრევია“- აცხადებს მეჭიაური.

banner
წინა სტატიაშიკალაძის თქმით, “გაზპრომთან” დაკავშირებით უწყებამ ამომწურავი ინფორმაცია გაავრცელა
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4198 ლარი გახდა