27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

“მიუღებელია პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა, თუმცა ოპოზიციასაც ავიწყდება თავისი როლი” – ევროსაბჭოს დეპუტატი ლაურა კასტელი

ევროპის გაერთიანებული მემარცხენეების ჯგუფის წარმომადგენელმა, ლაურა კასტელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური სისტემა „მოწამლულია“ და პოლიტიკოსები ერთმანეთს არასწორი მიზეზების გამო ებრძვიან. კასტელმა ორივე პოლიტიკური მხარე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ფუნქციური სტრუქტურა სჭირდება.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მომხრეები ხშირად თვალს ხუჭავენ ოპოზიციონერების მიმართ ჩადენილ დიდ დანაშაულებზე, მაშინ როცა კრიტიკული აზრი და მედია უმძიმესი ზეწოლის ქვეშაა. მისი თქმით, „მიუღებელია პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა“ და მათი ადგილი საჯარო დებატებშია. ამავდროულად, მან ოპოზიციური ძალებიც გააკრიტიკა:

“გარკვეული ოპოზიციური ძალები უფრო მეტად ყველაფერში მხოლოდ მთავრობის დადანაშაულებით არიან დაკავებული და ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი არის ინსტიტუტებში, რომლებშიც მათ უნდა იმუშაონ. პარლამენტის ბოიკოტირებას აზრი არ აქვს, ეს არ ეხმარება საქართველოს მოსახლეობას“, — განაცხადა კასტელმა.

მან მინისტრთა კომიტეტს მოუწოდა, იმოქმედოს უფრო სწრაფად და მკაცრად, რათა გაირკვეს, სურს თუ არა საერთოდ საქართველოს ევროსაბჭოში დარჩენა, თბილისისგან კი ასამბლეაში სრულფასოვანი საპარლამენტო დელეგაციის გამოგზავნა მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიგახარიას პარტია: ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ ხელისუფლებამ სტრასბურგის გადაწყვეტილება არასწორად გამოიყენა
შემდეგი სტატია“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დიალოგი საქართველოსთან”- გევორგიანი დაბალანსებული მიდგომის მომხრეა