“მიუღებელია დასავლური კურსიდან გადახვევა და მოქალაქეების მიმართ ძალადობა” | თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ:

“თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. ასევე ვთვლით, რომ მიუღებელია ქვეყნის დეკლარირებული დასავლური კურსიდან გადახვევა და მოქალაქეების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიც არის – თანაგრძნობა, ღირსება, თავისუფლება და პატივისცემა.” აცხადებენ ისინი.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: კიდევ ერთი ძალადობრივი ღამე თბილისში. არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ICT სექტორი მკაფიოდ აფიქსირებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე | განცხადება