“მიუღებელია ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება საქმის მიმართ,” -ალასანია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

news
ავტ.: news აპრილი 14, 2016 20:19

“მიუღებელია ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება საქმის მიმართ,” -ალასანია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

მნიშვნელოვანი

  • პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ალასანია გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების თარიღი რაც შეიძლება მალე გაირკვეს.

სხვა სტატიები

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ალასანია გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების თარიღი  რაც შეიძლება მალე გაირკვეს.

“მიუღებელია ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება საქმის მიმართ, არაერთხელ ავღნიშნე, რომ როდესაც  ორი პოლიტიკური ლიდერი აცხადებს გარკვეულ თარიღს არჩევნებთან დაკავშირებულს, აქ უფრო მეტი შრომა ჩაედოთ აპარატებს, იმ ადამიანებს ვისაც სამართლებრივი მხარე უდნა შეემოწმებინათ, მაგრამ ახლა ბუნებრივია, ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული იყოს რაც შეიძლება ადრე თარიღი არჩევნების და რაც ადრე დაიწყება კამპანია მით უკეთესია პოლიტიკური ძალებისთვის, რომ მოემზადონ და ჰქონდეთ შესაძლებლობა   მიაწოდონ ხალხს ინფორმაცია და ხალხმა შემდეგ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს“ – აღნიშნა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით წინასაარჩევნო კამპანია მასიში დაიწყება. ეს გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ კვირიკაშვილის მიერ პრეზიდენტისთვის არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების კონტრასიგნაციამდე უკან დაბრუნების შემდეგ მიიღო.

news
ავტ.: news აპრილი 14, 2016 20:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,816
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics