“ქართული ოცნების” წევრები სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე არ მივიდნენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს ოფიციალური მოწვევა გაუგზავნეს, თუმცა, “ექსპო ჯორჯიაში” არ გამოჩენილან.