მიწისძვრის გამო იაპონიაში 250 ათასმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი

1 (1)დაახლოებით 250 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინათ მიწისქვეშა ბიძგების ხელახლა განმეორების საშიშროების გამო – “ბიბისი” წერს. ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს თქმით, უახლოესი დღეები ბიძგების განმეორების საშიშროება არსებობს. კიუსიუზე შენობებს ქვეშ მოქცეულ ადამიანებს დაახლოებით 30 ათასი მაშველი ეძებს. ათამდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ევაკუაციის ადგილებში გაგზავნილია სამედიცინო ბრიგადები.
15 და 16 აპრილს იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მიწისძვრის მაქსიმალური მაგნიტუდა 7,3 იყო, მას დაახლოებით 40 ადამიანი ემსხვერპლა და 2 000-მდე დაშავდა. სულ, უკანასკნელი 4 დღის მანძილზე იაპონიაში 388 მიწისძვრა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიჩქაროსნული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მთლიანად რკინიგზის ბიუჯეტიდან ფინანსდება
შემდეგი სტატიაბირთვული მასალის გასაღების ფაქტზე საქართველოს და სომხეთის 6 მოქალაქე დააკავეს