მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები 2016 – 2017 წლებში, ყალბი მინდობილობების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, გერმანიის და ყაზახეთის ორი მოქალაქის კუთვნილ ჯამში 11 444 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 4 მლნ ლარს აღემატება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 – ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 – დან 9 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განხორციელებულ ბირთვულ ცდასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: 9 სექტემბრიდან ტელეკომპანია „იბერიაზე“ „პრიორიტეტი“ ახალი ფორმატით ბრუნდება