უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც კონტრშეტევისგან „სწრაფ შედეგებს“ ითხოვენ.
The Washington Post-თან ინტერვიუში ზალუჟნი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოკუპირებული მიწის ყოველი მეტრის დაბრუნება, უკრაინელ სამხედროებს სისხლის ფასად უჯდებათ.
„მაღიზიანებს, როცა მესმის, რომ უკრაინის დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში იმაზე ნელა დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩემი ჯარები ყოველდღე მიიწევენ წინ, თუნდაც, მხოლოდ 500 მეტრი იყოს. ეს არ არის შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს და რომელზეც ფსონებს დებენ. ყოველდღიურად, ყოველი მეტრი სისხლის ფასად გვიჯდება“, – ამბობს ზალუჟნი.