მიწასთან გასწორებულ თამარაშენში რუსულ ეკლესიას აშენებენ

12 ივლისს ცხინვალში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტიდან შემოსული თანხები რუსული ეკლესიის მშენებლობას მოხმარდება. რუსებმა და ოსებმა იოანე ნათლიმცემლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა 7 წლის წინ დაიწყეს. ტაძარი შემოწირულობებით შენდება. ტაძარს მიწასთან გასწორებულ სოფელ თამარაშენში აშენებენ. ეს სოფელი დღეს აღარ არსებობს. აგვისტოს ომის შემდეგ ის ბულდოზერებით მიწასთან გაასწორეს. ეს ტერიტორია ახლა ცხინვალის მიკრორაიონია და მას მოსკოვსკოე ჰქვია.
საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ტაძარი, რომლის მშენებლობა თამარაშენში მიდის, რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაში იქნება.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი – ჩვენ ნამდვილად არ მივიღებთ, რომ შავი ზღვა რუსულია
შემდეგი სტატიასაფრანგეთში დაიჭირეს ქალი, რომელმაც ტურ დე ფრანსზე მასობრივი ავარიის პროვოცირება მოახდინა