წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე, რომელიც პატრიარქობის სინოდის სხდომას კანდიდატების დასახელებისას დასწრებია, გაფართოებული კრების დასრულების შემდეგ მედიას უთხრა, რომ მისი ხმა მეუფე შიოს ხმებს დაემატა.
მარალი იერარქი ფიქრობს, რომ დღეს ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა.
“კი, დაემატა…. მგონია, რომ ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა. მეუფე შიო, უწმინდესი შიო ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას“, – აღნიშნა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმემ.
საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
















