მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე: აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ

ნებისმიერ შეხვედრაზე ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) განუცხადა, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში გასამართ ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთში საზეიმო დღესასწაულში მონაწილეობას მივიღებთ. ვფიქრობ, რომ ჯგუფის საკითხზე შეხვედრა იქნება. ჩვენ ამ საკითხს ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ. აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი შეხვედრებზე ყოველთვის დგება. საუბარი აუცილებელია ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია რაიმე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულები და დაკავებული არალეგალური გზით შემოვიდნენ
შემდეგი სტატიაN5 პენიტენციურ დაწესებულებას სამეწარმეო ორგანიზაცია ”The Powerful Woman”-ის დამაარსებელი მეგან ვორდი სტუმრობდა