მიტროპოლიტი პეტრე ღარიბაშვილს – ტყუილად იბრალებთ, რომ რაიმე გაგეგებათ ეკლესიურობის,ზოგადად ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის და სახელმწიფოებრიობის

მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) პასუხი პერემიერად წოდებულ ირაკლი ღარიბაშვილს:

“ბატონო პრემიერო, ტყუილად იბრალებთ, რომ რაიმე გაგეგებათ ეკლესიურობის,ზოგადად ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის და სახელმწიფოებრიობის. ორგზის პრემიერ-მინისტრობით სამწუხაროდ ვერ გასცდით ორღობის ჭორიკანა დედაკაცის შეგნებას. თქვენ ეკლესიის მხოლოდ უახლესი ისტორიის როლს ხედავთ, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქისას,რომელიც ემსახურებოდა და თანამშრომლობდა ათეისტ ხელისუფლებასთან და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კანონიერი და ეროვნული ხელისუფლების დამხობაში საბჭოთა პატრიარქ ილიას ხელმძღვანელობით, რომელიც დღემდე კრემლის მე -5 კოლონას წარმოადგენს და თქვენი მავნებელი მმართველობის ამაო დასაყრდენს. თქვენზეა ნათქვამი გენიალური ქართული ანდაზა: “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”. ეკლესიის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საკითხში ესმოდა წმ. მეფე დავით აღმაშენებელს, რომელმაც რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ჩაატარა, რომელიც იყო რჯულის კანონის უზენაესობის გარანტი სახელმწიფოში და რომელმაც პატრიარქ ილია მეორის მსგავსი მამათმავალი და ზნედაცემული იერარქებისაგან მოახდინა ეკლესიის გაწმენდა და გაჯანსაღება. ეკლესიის როლი ესმოდა წმ მეფე თამარს, რომელმაც საეკლესიო კრება მოიწვია მოწოდებით: “ მხილება ჩემგან დაიწყეთ…” ეკლესიის როლი კარგად იცოდა მართლმადიდებლური შეგნების საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც თქვენს მსგავსად ეკლესიის უზნეობათა კრებსეს კი არ აგროვებდა სასულიერო პირების კომპრომატირებისთვის, არამედ ამხელდა ეკლესიაში სუკის აგენტებს, ქვაბავაზაკებს და საუბრობდა ახალი რუის ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევის აუცილებლობაზე, ლექსიც კი მიუძღვნა საბჭოთა, ცრუ პატრიარქს.
სამარცხვინოა, როცა ამტკიცებთ იმას და ჭორიკნობთ იმაზე რაც არ იცით და არც გაგეგებათ. თქვენზეა ამხდარი ებრაული რისხვა:“ შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო…”
ღვთის შეწევნითა და ქართველი ერის ერთსულოვნებით საქართველო აუცილებლად განთავისუფლდება ნეოსაბჭოთა-ნეობოლშევიკური საეკლესიო და საერო მმართველობიდან. ისტორია ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს, რასაც სულგრძელად ველოდებით.
“გარდმოიხილე ზეცით ღმერთო, იხილე და მოხედე ვენახსა ამას… ” ამინ!”

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი ღარიბაშვილზე – თვითმკვლელობის უფლება არა, მაგრამ თვითმკვლელობამდე მიყვანაზე პასუხისმგებლობა არსებობს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა